ტაბიძე „უფას“ წლის მოთამაშეთა სამეულშია
ტაბიძე „უფას“ წლის მოთამაშეთა სამეულშია

ჯიმი ტაბიძემ პანდემიის მიუხედავად, დასრულებული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა – ახლა საქართველოს ნაკრების მცველი პრემიერლიგის „უფას“ წლის ფეხბურთელთა სამეულში დაასახელეს.

სეზონის საუკეთესო სამი მოთამაშე ერთობლივად დააჯილდოვეს რუსეთის საფეხბურთო კავშირმა, პრემიერლიგამ და ლიგის პარტნიორმა ტელეკომპანია „მატჩ ტვ-მ“.

უფაში“ საუკეთესო მოთამაშეები გუნდის გულშემატკივრების გამოკითხვით გაირკვა. ფანებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე ალექსანდრე ბელენოვი აღიარეს, რომელმაც კლუბის ვებგვერდზე ხმების თითქმის ნახევარი მიიღო – 46.4%. მეორე ადგილი დანილ ფომინმა დაიკავა (27.2%), ხოლო ჯემალ ტაბიძე მესამეზე გავიდა (12.5%).

შეგახსენებთ, რომ ადრე ჯიმი ტაბიძე გამოცემა „ნიუს.რუ“-მ რუსეთის პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.