სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს იწყება
სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს იწყება

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს იწყება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სწავლებაში მონაწილეობას 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.