სვეტლანა ციხანოვსკაიას თანაგუნდელი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას თანაგუნდელი მარია კოლესნიკოვა ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისა და ხალხის ნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„ვთხოვთ მოქმედ ხელისუფლებას, შეაჩეროს ძალადობა და ყური დაუგდოს ხალხის ნებას. ეს ხალხი არ გაქრება, ისინი უკვე ვეღარ დაივიწყებენ მიმდინარე მოვლენებს. ისინი ვეღარ იცხოვრებენ, როგორც უწინ. მათ ვერ წაუშლი მეხსიერებას, ვერ აიძულებ მორჩილებას და ვერ მოისყიდი. მათ ცვლილებები სჭირდებათ. ხელისუფლებას უჭირს აღიარება, რომ ცვლილებები სურთ თავად ბელარუსებს და არა ილუზიურ მმართველებს საზღვარგარეთიდან“, – აცხადებს კოლესნიკოვა.

მან ყველა მხარდამჭერს მოუწოდა, მოხალისეთა მოძრაობას შეუერთდნენ და დემონსტრაციების დროს დაზარალებულებს დაეხმარონ.

დატოვე კომენტარი