სვეტლანა ციხანოვსკაიას შტაბში ხელისუფლების გადაბარების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ვინაობა დაასახელეს
ბელარუსი ოპოზიციონერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას შტაბში ხელისუფლების გადაბარების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ვინაობა დაასახელეს. მათ შორის, მოხვდა ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უფლებადამცველი ალექს ბელიაცკი და ციხანოვსკაიას თანაგუნდელი მარია კოლესნიკოვა.
35-კაციანი სია ციხანოვსკაიას შტაბის ხელმძღვანელმა ოლგა კავალკოვამ გამოაქვეყნა. მისი თქმით, შტაბის საბოლოო შემადგენლობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
ბელარუსში ხელისუფლების გადაბარების მიზნით საკოორდინაციო შტაბის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტალანა ციხანოვსკაია რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.