სვეტლანა ციხანოვსკაია ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოვა
სვეტლანა ციხანოვსკაია ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოვა

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოვა.

ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვის მიზნით, ევროკავშირის საგანგებო სამიტი დღეისთვის არის დაგეგმილი.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, სამიტზე ციხანოვსკაია ევროკავშირს მოუწოდებს, ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმიტურად არ აღიაროს.