სვეტლანა ციხანოვსკაია ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდა
სვეტლანა ციხანოვსკაია ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

გერმანიის კანცლერთან საუბარისას ციხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ბელარუსში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის შიგნით შექმნილი კრიზისის შედეგია. ოპოზიციის ლიდერმა ანგელა მერკელთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, ასევე იზრდება პოლიტპატიმართა რიცხვი.

„ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ძალადობის შეჩერება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა“, – აღნიშნა ციხანოვსკაიამ.

მერკელთან შეხვედრამდე სვეტლანა ციხანოვსკაიამ იმედი გამოთქვა, რომ გერმანია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა, დაეხმარება ბელარუსის ოპოზიციას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისთვის და აღნიშნა, რომ „შავი სია“ უნდა გაფართოვდეს.

დატოვე კომენტარი