სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა ეს მისთვის უსაფრთხო იქნება
სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა ეს მისთვის უსაფრთხო იქნება

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა ეს მისთვის უსაფრთხო იქნება.

ამის შესახებ ციხანოვსკაიამ ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ციხანოვსკაიამ აღნიშნა, ბელარუს ხალხს სურს ახალი არჩევნები, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, სვეტლანა ციხანოვსკაია 11 აგვისტოდან ლიეტუვაში იმყოფება.

„როიტერის“ ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ საპროტესტო ტალღის მიუხედავად, ქვეყანაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.