სვეტლანა ციხანოვსკაია - ბელარუსის ქუჩებში ძალადობა უნდა შევაჩეროთ
სვეტლანა ციხანოვსკაია - ბელარუსის ქუჩებში ძალადობა უნდა შევაჩეროთ

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას თქმით, ბელარუსის ქალაქების ქუჩებში ძალადობა უნდა შეჩერდეს.

ამის შესახებ ციხანოვსკაია თავის მიმართვაში საუბრობს.

„შეუძლებელი შევძელით. ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ არავის ეგონა, რომ ბელარუსები გაერთიანდებოდნენ და ძველ ხელისუფლებას უარს ეტყოდნენ. ეს მაინც მოხდა. ჩვენ კანონიერი არჩევანი გავაკეთეთ საარჩევნო უბნებზე“, – აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.

ციხანოვსკაიამ მადლობა გადაუხადა ყველა მხაარდამჭერს და განაცხადა, რომ იმ უბნებზე, სადაც საარჩვენო კომისიამ ბიულეტენი სამართლიანად დათვალა, მან ხმები 60-70 პროცენტამდე მიიღო.

„ბელარუსი ხალხი არასდროს მინდომებს ძველი მთავრობის მმართველობაში ცხოვრებას. მათ გამარჯვებას უმრავლესობა არ აღიარებს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი არჩევანი კანონიერი და მშვიდობიანი გზით უნდა დავიცვათ. ადმიანების ქუჩებში გასვლა ხელისუფლებამ სისხლიან ხოცვა-ჟლეტად აქცია. ვითარება კრიტიკულია. ტკივილით ვუყურებ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა და დაიწყოს დიალოგი. მოვუწოდებ ქალაქების მერებს, 15-16 აგვისტოს ყველა ქალაქში მოაწყონ მშვიდობიანი აქციები“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

ამავე მიმართვაში ოპოზიციონერი კანდიდატი მადლობას უხდის იმ სამართალდამცველებს, ვინც ხალხის საწინააღდმეგო უკანონო ბრძანებას არ დაემორჩილა და ასევე მათ, ვინც გაფიცვებში მონაწილეობს.