სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდა
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდა

სვეტიცხოვლობასთან“ დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთაში შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან.

მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

დღესასწაულის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთაში სრულად აღდგება“, – აცხადებენ შსს-ში.