სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 საათზე.

მათივე ცნობით, მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 საათზე.

„გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარებლის ორწუთიანი გაჩერება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი