სვეტიცხოვლის ტაძარში ილია II-ის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს [ფოტო]
სვეტიცხოვლის ტაძარში ილია II-ის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს [ფოტო]

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს.

წირვას სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად. ლიტურგიას ტაძარში მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებიან.

სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, რის შემდეგაც დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

ფოტო: მირიან მელაძე

დატოვე კომენტარი