სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა
სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ფონდის, „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აქციაში მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ეზოში 700-მდე 30 სახეობის დეკორატიული მცენარე დარგეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს აქციებში საზოგადოების ჩართულობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფონდთან „გაამწვანე საქართველო“ ერთად არაერთი პროექტი განახორციელა. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

გამწვანების აქცია კომპანიის, „საქართველოს ნერგების“ მხარდაჭერით გაიმართა.