სვეტიცხოველში შესვლისას მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ [ვიდეო]

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

სვეტიცხოველში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. მათ ასევე მოეთხოვებათ პირბადის ტარება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობას, სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ​აღნიშნავს.