სვეტიცხოველში აცხადებენ, რომ ბერა ივანიშვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა
სვეტიცხოველში აცხადებენ, რომ ბერა ივანიშვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

​სვეტიცხოველში აცხადებენ, რომ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის დროს ტაძრიდან მლოცველები არ გამოუყრიათ. ამის შესახებ აღნიშნულია სვეტიცხოვლის გვერდზე „ფეისბუქში“.

„11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ.

სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები.

ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს“, – აღნიშნულია გვერდზე.