სვენ შულცე – საქსონია-ანჰალტის ეგზიტპოლის შედეგები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის სერიოზული უკუსვლის მასშტაბს აჩვენებს, ეს დემოკრატიაა, ხალხმა სიგნალი გაგზავნა

21:39, 06.09.2026

საქსონია-ანჰალტის პრემიერ-მინისტრმა და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) მთავარმა კანდიდატმა, სვენ შულცემ განაცხადა, რომ ეგზიტპოლის შედეგები მისი პარტიისთვის სერიოზული უკუსვლის მასშტაბს აჩვენებს. წინასწარი მონაცემებით, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ხმების 18.5%-ს იღებს.

„ეს დემოკრატიაა, ხალხმა სიგნალი გაგზავნა“, – განაცხადა შულცემ.

შულცემ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახლა „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ უნდა მოძებნოს გზები, თუ როგორ გაუმკლავდეს არჩევნების შედეგებს.

შულცემ საარჩევნო კამპანიას განსაკუთრებულად რთული უწოდა.

„პოლიტიკაში ჩემი 25-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ასეთი საარჩევნო კამპანია არასდროს გამომიცდია“, – განაცხადა შულცემ.

საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, რომელმაც ხმათა 44.5%-ის მიღება შეძლო. მეორე ადგილზე კი 18.5 %-ით მმართველი „სოციალ-დემოკრატიული კავშირია“. ეგზიტპოლის მიხედვით, 9.5%-ით მესამე ადგილი უკავია „მემარცხენე პარტიას“.

მსგავსი