სვენ მიქსერი - ოკუპაციის დაგმობა უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, ბორდერიზაციის აქტივობების, საინფორმაციო და კიბერ თავდასხმების, რაც ძირითადად დაკავშირებულია რუს აქტორებთან
სვენ მიქსერი - ოკუპაციის დაგმობა უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, ბორდერიზაციის აქტივობების, საინფორმაციო და კიბერ თავდასხმების, რაც ძირითადად დაკავშირებულია რუს აქტორებთან

ხაზი უნდა გავუსვა, რომ რეფორმები, რომლებსაც ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური ლიდერები ატარებენ, ხდება იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის ნაწილი გარე ძალის მიერ კვლავ ოკუპირებულია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, ოკუპაციის, უკანონო ბორდერიზაციის დაგმობა უნდა გაგრძელდეს.

„მე მჯერა, რომ მნიშვნელოვანია, მტკიცედ დავიცვათ პრინციპები, რათა საერთაშორისო კანონმდებლობა დაცული იყოს და ოკუპაციის დაგმობა უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, ბორდერიზაციის აქტივობების, საინფორმაციო და კიბერთავდასხმების, რაც, ძირითადად, დაკავშირებულია რუს აქტორებთან. ასევე დავგმოთ ადამიანების უფლებების მუდმივი დარღვევები იმ ტერიტორიებზე,  რომლებზეც დე ფაქტო კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.