სვენ მიქსერი - საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექება კრიზისის მართვის გამო, ეს დამსახურებული ქება იყო
სვენ მიქსერი - საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექება კრიზისის მართვის გამო, ეს დამსახურებული ქება იყო

საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექებაც კრიზისის მართვის გამო და ეს დამსახურებული ქება იყო, –  ამის შესახებ ესტონელმა ევროდეპუტატმა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

მან სხვა საკითხებთან ერთად პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ყველა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, მეტი ყურადღება, გადაიტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებსა და მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე. საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექებაც ამ კრიზისის მართვის გამო და ეს დამსახურებული ქება იყო“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.

ამასთან, მან კრიზისის დროს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ამას სამაგალითო უწოდა.

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 250 მილიონი ევროს დახმარება ვირუსთან გასამკლავებლად და 150 მილიონი ევროს კრედიტები მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. შედეგად საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე დიდ დახმარებას იღებს ევროკავშირისგან კორონავირუსის კრიზისის დროს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე დღეს ევროპარლამენტში მსჯელობენ. ამ საკითხზე ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისმენენ.