სვენ მიქსერი - საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, მაგრამ ეს პოლიტიკური ელიტისგან მოითხოვს, დაძლიონ პოლიტიკური შეხედულებები და იმუშაონ მოსახლეობის დიდი ნაწილის მისწრაფების განსახორციელებლად
სვენ მიქსერი - საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, მაგრამ ეს პოლიტიკური ელიტისგან მოითხოვს, დაძლიონ პოლიტიკური შეხედულებები და იმუშაონ მოსახლეობის დიდი ნაწილის მისწრაფების განსახორციელებლად

ჩვენ მზად ვართ, მოგაწოდოთ საუკეთესო რჩევები, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური კლასის საქმეა, განახორციელოს ხალხის მოთხოვნა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა შევაფასოთ ვითარება არამხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობასთან დაკავშირებით, არამედ ასევე რეგიონული ვითარება, საქართველოში პოლიტიკური მოვლენები. ეს არის რეგიონში ჩვენი ვიზიტის ნაწილი, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებში. ვფიქრობ, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, მაგრამ ეს პოლიტიკური ელიტისგან მოითხოვს, დაძლიონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და იმუშაონ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის საკმაოდ ლეგიტიმური მისწრაფების განსახორციელებლად, რათა ევროპული ქვეყნის ოცნება განხორციელდეს რაც შეიძლება მოკლე დროში. ჩვენ მზად ვართ, მოგაწოდოთ საუკეთესო რჩევები, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური კლასის საქმეა, განახორციელოს ხალხის მოთხოვნა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო.