სვენ მიქსერი - ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოძებნონ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი
სვენ მიქსერი - ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოძებნონ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი

საქართველოს პარლამენტის მიერ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საარჩევნო კანონმდებლობის შესწორების ჩაგდება სამწუხარო იყო, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის წევრმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

როგორც ესტონელმა ევროდეპუტატმა აღნიშნა, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოძებნონ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი.

„როგორც თანამომხსენებელი საქართველოს საკითხზე, მე ვიზიარებ შეშფოთებას ამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს პარლამენტის მიერ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საარჩევნო კანონმდებლობის შესწორების ჩაგდება სამწუხარო იყო. ჩვენ არ უნდა მივუთითოთ ჩვენს პარტნიორებს, თუ რომელი საარჩევნო სისტემა იყოს, თუმცა ველოდებით, რომ ისინი შეასრულებენ აღებულ ვალდებულებას. ევროპულ მისწრაფებებს საქართველოში იზიარებს თითქმის ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ასევე მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ ეს ლეგიტიმური მისწრაფებები დაზარალდეს საშინაო პოლიტიკური რყევების გამო. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოძებნონ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი და დაარწმუნონ საკუთარი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები, რომ პოლიტიკური პროცესის ერთიანობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.