სვენ მიქსერი - მიხეილ სააკაშვილის საკითხს რაც შეეხება, ყველას უნდა ჰქონდეს ადამიანური, სამართლიანი მიდგომის უფლება
სვენ მიქსერი - მიხეილ სააკაშვილის საკითხს რაც შეეხება, ყველას უნდა ჰქონდეს ადამიანური, სამართლიანი მიდგომის უფლება

ყველას უნდა ჰქონდეს ადამიანური მიდგომის, სამართლიანი მიდგომის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა სვენ მიქსერს კითხვა დაუსვა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მინაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღედ არის საპყრობილეში, აქვს ჯანმრთელობის გარკვეული ​პრობლემები და არ აქვს ხელმისაწვდომობა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმებთან და ექსპერტებთან.

როგორც ევროპარლამენტის მომხსენებელმა განაცხადა, ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველას ჰქონდეს სამართლიანი მიდგომის უფლება.

„რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, ყველას უნდა ჰქონდეს ადამიანური მიდგომის, სამართლიანი მიდგომის, სასამართლო პროცესის უფლება. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.