სვენ მიქსერი - ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურთ ქართველებს ევროკავშირის წევრობა, ცხადია, სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამყარებული იქნება პოლიტიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე
სვენ მიქსერი - ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურთ ქართველებს ევროკავშირის წევრობა, ცხადია, სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამყარებული იქნება პოლიტიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე

ჩემი გზავნილი ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას არის იგივე, რაც დიდი ხნის წინ იყო, რომ ევროინტეგრაცია უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპაში უფრო მეტად პოზიტიური სიახლეებით ჩადიოდნენ.

„ცხადია, ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ განახლებული ინფორმაციები მოვისმინოთ, როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის თემები, რომელიც დემონსტრაციულია და კრიტიკულია ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველო არსებითად სწორ გზას ადგას, როდესაც საქმე დემოკრატიულ რეფორმებსა და სახელმწიფოში კანონის უზენაესობას ეხება. ამ საკითხების მიმართ ბევრი შეკითხვებია და ეს შეკითხვები იზრდება. მაგალითად, უკან გაწვეული საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელსაც ევროპაში ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო, ჩემი აზრით, ესენია ყველაზე თვალშისაცემი მოვლენები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურს ქართველ ხალხს ევროპასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოება.

ჩვენი ქართველი მეგობრები ევროპაში ყოველთვის განმარტებების განწყობით ჩამოდიან, თითქმის ყოველთვის არის საჭიროება, რომ რაღაც გაირკვეს, სიცხადე და განმარტება იყოს საჭირო. ვისურვებდი, რომ ისინი უფრო ხშირად პოზიტიური სიახლეებით ჩამოდიოდნენ, ვიდრე გაურკვევლობისა და უარყოფითი ამბების ახსნით. თუ არ გსურთ, რომ თქვენი შანსი გაუშვათ ხელიდან, უფრო მეტად დაუახლოვდეთ ევროპას, ვფიქრობ, საჭიროა, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს მთავარი პრიორიტეტი და ეს არაერთხელ მითქვამს. თუ ხშირად გიხდება განმარტება, რომ კონკრეტული მოვლენა შიდა პროცესია, მაგრამ ის გავლენას ახდენს სამუშაოზე, მაშინ ეს გადაწევს პროცესს. რაც შეეხება შეფასებას, არ ვეცდები სპეკულაციებს, რა რეკომენდაციები შეიძლება გასცეს კომისიამ და რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეიძლება წევრი ქვეყნების დედაქალაქებმა მიიღონ. აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურს ქართველ ხალხს ევროპასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოება და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ცხადია, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს სტატუსის განახლებასთან დაკავშირებით დამყარებული იქნება ყველა, პოლიტიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე, იქნება ეს პოლიტიკურ განვითარებაზე თუ დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესი“, – განაცხადა მიქსერმა.