სვენ მიქსერი - ესტონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები დაინტერესებული ვართ უკრაინაში სიმშვიდით
სვენ მიქსერი - ესტონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები დაინტერესებული ვართ უკრაინაში სიმშვიდით

ესტონეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინას დაეხმაროს რეფორმების გატარებაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

როგორც ბრიუსელიდან „პირველი არხის“ კორესპონდენტი იუწყება, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიქსერმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

კიევში, პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით გამართული აქციის შეფასებაზე საუბრისას, სვენ მიქსერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინისთვის.

„სტაბილურობა დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების გაგრძელებაში. ესტონეთი და ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები დაინტერესებულები ვართ უკრაინაში სიმშვიდით, პრობლემების გადაჭრით და იმ რეფორმების ხელშეწყობით, რომელიც განაპირობებს უკრაინის წინსვლას და ევროატლანტიკური მისწრაფების ახდენას”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიქსერმა.

დატოვე კომენტარი