სვენ მიკსერი – ძალიან ვწუხვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ვიზიარებ ქართველი ერის ტკივილს

21:46, 09.10.2021

ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ ქართველი ერის ტკივილს“, – წერს სვენ მიკსერი „ტვიტერში“.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი