მყინვარ ლეხზირზე სიტუაციის შესწავლის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან
მყინვარ ლეხზირზე სიტუაციის შესწავლის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან

სვანეთში, მყინვარ ლეხზირზე არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სავარაუდოდ, საქმე გვაქვს გლაციოლოგიური პროცესების განვითარებასთან (წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობასთან), რომელიც ბუნებაში ხშირად ხდება.

ამ ეტაპზე, დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა, ვიდრე სპეციალისტებისგან ინფორმაცია არ გვექნება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.