სვანეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზის 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო და ხიდი დააზიანა[ვიდეო]

11:36, 27.07.2021

სვანეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა სოფელ საყდართან ცენტრალური გზის დაახლოებით 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, დააზიანა ხიდი, რომელიც ლენტეხს სამ თემთან აკავშირებდა.

სტიქიის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გარესამყაროს სამი თემის სოფლები მოწყდა.

მერის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა და დღის ბოლოსთვის დროებითი გზა გაიხსნება.

მსგავსი