„სვანეთი ჰიდრო“ - ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა
„სვანეთი ჰიდრო“ - ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა

დაბა მესტიაში წყალდიდობის გამო ჰიდროელექტროსადგურზემესტიაჭალა 1“ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურმესტიაჭალა 1“-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა.

„დატბორილია „მესტიაჭალა 1“-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურმესტიაჭალა 2“-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია“, – აცხადებენ „სვანეთი ჰიდროში“.

კომპანიის წარმომადგენლები ამჟამად ადგილზე იმყოფებიან და წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური დაიწყებს „მესტიაჭალა ჰესი 1“-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და გაწმენდით სამუშაოებს.