სუს-ის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა

17:47, 04.05.2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სახალხო დამცველის ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებულ რეკომენდაციებზე.

სუს-ის უფროსმა სახალხო დამცველს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტებები გააცნო.

ვახტანგ გომელაურმა და ნინო ლომჯარიამ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ლილუაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი, სახალხო დამცველის მოადგილეები: თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

მსგავსი