სუს-ში დეზინფორმაციას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ
სუს-ში დეზინფორმაციას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ.

როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას.

„გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ. კერძოდ, ე.წ. ქოლ ცენტრების მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის დიდი ოდენობის ფინანსური თანხების მითვისებაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, ამავდროულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია აღნიშნული მიმართულებით ქართველი სამართალდამცავების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით კი ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება პრევენციული და აღკვეთი ღონისძიებები“, – განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა.