სუს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებული ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება
სუს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებული ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

დაკავებულის ნათესავების ინფორმაციით, ტატო ზარქუა 3 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. მათი თქმით, ოჯახს დაუკავშირდნენ გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან და უთხრეს, რომ ტატო ზარქუა დაკავებულია და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.