სუს-ში აცხადებენ, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა
სუს-ში აცხადებენ, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას უწყების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ.

როგორც საქართველოს პირველ არხს სუს-ში განუმარტეს, დაკავება მოხდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

სუს-ის პრესსამსახურის განცხადებით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და აუცილებელი გახდა მისი დაკავება.

სხვა დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ საუბრობენ. ასევე, უცნობია, რას ედავებიან სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს და რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. დღეს კი, მის სახლებში დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს.