სუს-ში აცხადებენ, რომ სოფელ ჯარიაშენთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები
სუს-ში აცხადებენ, რომ სოფელ ჯარიაშენთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ჯარიაშენთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები.

„ვადასტურებთ ჯარიაშენში „ბორდერიზაციას“. ფაქტს ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ინციდენტი განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 20 იანვრის შეხვედრაზე. ცხადია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, – აცხადებენ სუს-ში.

სოფელ ჯარიაშენთან, სოფლის სასაფლაოდან ას მეტრში რუსმა სამხედროებმა ხნულები გაავლეს. ამ ადგილზე მოსახლეობა პირუტყვს აძოვებდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ.