სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ გალში, ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვრიდან გააქტიურებულია ცხელი ხაზი

13:19, 08.01.2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვრიდან დღემდე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„საოკუპაციო რეჟიმს არაერთხელ გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა, ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, – აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა.

მსგავსი