სუს-მა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
სუს-მა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

საკითხს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.