სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.