სუს-მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი დააკავა 
სუს-მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი დააკავა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამუშაო ოთახში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავა.

როგორც პირველ არხს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ბესო შუბითიძემ განუცხადა, ზაქარია ქინქლაძის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„მისი დაკავების მიზეზზე ვერაფერს გეტყვით, ამ წუთებში სამმართველოში საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულებულა. ზაქარია ჩვენთან ორ წელზე მეტია მუშაობს“, – განაცხადა შუბითიძემ.

ზაქარია ქინქლაძის შვილი ლევან ქინქლაძე ამბობს, რომ ახმეტაში მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის დაკავებაზე ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხანში გავრცელდება.