სუს-მა ე.წ. უკვდავი პოლკის აქციის ორგანიზატორებს ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა

19:24, 06.05.2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. უკვდავი პოლკის აქციის ორგანიზატორებს კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა.

როგორც სუს-ში აცხადებენ, მსგავსი გაფრთხილება ე.წ. უკვდავი პოლკის მსგავსად სხვა ორგანიზაციებსაც დაეგზავნათ.

9 მაისს ე.წ. უკვდავთა პოლკის ინიციატივით მსვლელობა იგეგმება თბილისში, ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში.

მსგავსი