სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

15:05, 31.12.2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, სუს-ის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ.

სუს-ის თანამშრომლებმა დაღუპული კოლეგების ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

მსგავსი