სუს-ის უფროსმა ჩინეთში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო

16:43, 09.09.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სუს-ის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე დელეგაციის 350-მა წარმომადგენელმა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების 21-მა ხელმძღვანელმა პირმა იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ტერიროზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მიუკერძოებელი სტანდარტების ხელშეწყობა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება.

„აქცენტი ასევე გაკეთდა ახალი ტექნოლოგიების რეგულირების გაძლიერებასა და ტერორიზმთან ბრძოლის მმართველობის გაუმჯობესებაზე. ღონისძიების დასასრულს მიღებულ იქნა შემაჯამებელი დოკუმენტი: „გლობალური კონტრტერორისტული სამოქმედო გეგმა (2026)“.

კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელოვან  პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს კონტრტერორიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და დაბალანსებული და მდგრადი თანამშრომლობის სისტემის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

მსგავსი