სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა
სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა, ხოლო პირველ მოადგილედ – გრიგოლ ლილუაშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი 2017 წლის ნოემბრიდან შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, ის 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.