სუს-ის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
სუს-ის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები შენგელი ფიცხელაური, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და გიგა ნიკოლეიშვილი.

სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და დიეგო კოლასმა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.