სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს, დაზვერვის სააგენტოს კი - მიხეილ ძაგნიძე
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს, დაზვერვის სააგენტოს კი - მიხეილ ძაგნიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს, დაზვერვის სააგენტოს კი – მიხეილ ძაგნიძე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.