სუს-ის მიერ დაკავებულ ამბროლაურის საკრებულოს წევრს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
სუს-ის მიერ დაკავებულ ამბროლაურის საკრებულოს წევრს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სუს-ის მიერ დაკავებულ ამბროლაურის საკრებულოს წევრს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მოდულის შენობაში ბრალის წარდგენის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ასევე დაკავებულის ადვოკატმა.

ქურციკიძე გივის ბრალი თაღლითობის მცდელობისთვის წარუდგინეს. ბრალდებული მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე გუშინ ღამით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა ქ.თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. 2021 წლის 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.