სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა

10:43, 05.08.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ – გარდაბნის“ მწვრთნელმა საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს 3000 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი