სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ექვსი თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა გამოართვეს.

„გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან 11 წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი