სუს-ი – ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, აქტიურად გრძელდება ცხელი ხაზით კომუნიკაცია

12:12, 18.07.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, უწყების მიერ აქტიურად გრძელდება ცხელი ხაზით კომუნიკაცია.

აღნიშნული განცხადებით სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ზაზა გახელაძეს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„სუს-ი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს წარმოადგენს ცხელი ხაზის მექანიზმი.

ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით 18 ივლისს კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი“, – აცხადებენ სუს-ში.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

მსგავსი