სუს-ი - ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს
სუს-ი - ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

სუს-ის განცხადებით, შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება.