სუს-ი - სოფელ ყარაფილას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა
სუს-ი - სოფელ ყარაფილას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – აცხადებენ სუს-ში.

დატოვე კომენტარი