სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. გამაფრთხილებელი ბანერის აღმართვის ფაქტს ადასტურებს
სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. გამაფრთხილებელი ბანერის აღმართვის ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. გამაფრთხილებელი ბანერის აღმართვის ფაქტს.

როგორც სუს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული 2008 წლიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ უკანონო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობას და ა.შ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფიქსირებს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს, თითოეულ მათგანზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი უკანონო აქტივობები ასევე განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.