სუს-ი ქედის მერიის თანამშრომლის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.