სუს-ი გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს.
როგორც სუს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი.
„ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ კონსპირაციული შეხვედრის დროს ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.